weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

შატილის თემთან დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა აღდგა

18:39 პარასკევი, 07 ივნისი 2019

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 91-ე კილომეტრზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

შატილის თემთან დამაკავშირებელი გზა 5 ივნისს, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ დააზიანა და მოძრაობა ამ დრომდე აკრძალული იყო.

„სტიქიის მომენტიდან, ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი ტექნიკა, მდინარის კალაპოტში დაბრუნებისა და გზის აღდგენის სამუშაოები ინეტნსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა, რის შედეგადაც მოძრაობის აღდგენა უმოკლეს ვადებში გახდა შესაძლებელი“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

მათივე ცნობით, ადგილზე რჩება მძიმე ტექნიკა, რომელიც საჭირობის შემთხვევაში შესაბამის სამუშაობს ჩაატარებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]