საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მაშველები მეზობლებმა გამოიძახეს. ადგილობრივების თქმით, რამდენიმე დღის განმავლობაში ბინიდან მძაფრი უსიამოვნო სუნი გამოდიოდა, კარს კი არავინ აღებდა.
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, მესამე ქალი, რომელიც გარდაცვლილთან და კიდევ ორ ქალთან ერთად ბინაში იყო, სამართალდამცველებმა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს.
უცნობია, რა გახდა ქალის გარდაცვალების მიზეზი. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.