weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი 80-დან 8 მონაწილემ გადალახა

19:33 შაბათი, 08 ივნისი 2019
ფოტო © იუსტიციის უმაღლესი საბჭო ფოტო © იუსტიციის უმაღლესი საბჭო

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი ოთხმოციდან რვა მონაწილემ გადალახა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცხადებული მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი დღეს დაიწყო. 75-ქულიანი ზღვარი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში ხუთმა, ხოლო სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში სამმა გამოსაცდელმა გადალახა.

საგამოცდო ტესტი სამართლის შესაბამისი დარგების მიხედვით შედგენილ 100 არჩევითპასუხიან, მარტივი, საშუალო და რთული კატეგორიის დავალებას მოიცავდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, ელექტრონულმა სისტემამ თითოეული მონაწილისთვის საგამოცდო ტესტი ინდივიდუალურად შეადგინა. ტესტური გამოცდის პასუხი გამოსაცდელმა გამოცდის დასრულებისთანავე შეიტყო.

რაც შეეხება მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპს, წერითი გამოცდა 15 ივნისს ჩატარდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]