„დაშავებულები გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში იმყოფებიან, სადაც კვლევები უტარდებათ. პირველადი სამედიცინო გასინჯვით, მათ მოტეხილობები არ აქვთ“, – განაცხადა ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერმა, სულხან ორჟონიამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.