weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დალოცვილი იყოს და ღმერთმა შეუწიროს, რასაც ივანიშვილი აკეთებს ქვეყნისთვის – ილია II

15:25 კვირა, 09 ივნისი 2019

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის ახალ ტაძარში ქადაგებისას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი დალოცა და მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა მოვახსენო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. დალოცვილი იყოს და ღმერთმა შეუწიროს ის ღვაწლი, რომელსაც აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა პატრიარქმა.

ილია მეორემ დღეს ბოდბეში ახალაშენებული, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი აკურთხა და იქადაგა. მან სიგელები გადასცა იმ პირებს, ვინც ტაძრის მშენებლობაში წვლილი შეიტანეს.

„მინდა, დღეს აღვნიშნო დამსახურება ზოგიერთი საერო და სასულიერო პირების. მადლობას შევსწირავთ უფალს, რომ მოგვცა საშუალება ყოფილიყვნენ თავდადებული მღვდელმთავრები: მოსაყდრე კათოლიკოს-პატრიარქისა მეუფე შიო, რომელიც თავდადებით მოღვაწეობს, მადლობას ვწირავ მას მისი დიდი მოღვაწეობისთვის და ნიშნად ჩვენი მადლობისა ვჩუქნი მას ბრწყინვალე პანაღიას. ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი, რომელიც მოღვაწეობს აქ, არის შემთხვევები, როცა ამა თუ იმ საქმეს აკეთებს თვითნებურად, მაგრამ აკეთებს ეკლესიის საკეთილდღეოდ. ეპისკოპოსი იაკობი აღყვანილია მთავარეპისკოპოსის ხარისხში. მადლობელი ვართ ჩვენი მორწმუნე ხალხისა, რომ დიდი ღვაწლი გასწია ამ ტაძრის და სხვა ტაძრების მშენებლობაში“, – განაცხადა პატრიარქმა.

ბოდბეში ახალი ტაძრის კურთხევას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]