მესტიის მუნიციპალიტეტის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება, ორივე ახალგაზრდის ცხედარი მანქანაში იყო.
გაფრთხილებთ, ვიდეომასალა შეიცავს მძიმე კადრებს!
წინასწარი ინფორმაციით, ბეჩოს ხეობიდან მომავალი ავტომობილი, რომელშიც მულახელი ახალგაზრდები ისხდნენ, 7 ივნისს, ღამით, სოფელ ბეჩოში ხიდიდან მდინარეში გადავარდა. ხიდის გარღვეული მოაჯირი ადგილობრივებმა 8 ივნისს, დილით ნახეს და ძებნაც ამის შემდეგ დაიწყო.
სამძებრო სამუშაოები გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობაც იყო ჩართული. გუშინ მანქანის სანომრე ნიშანი და ბამპერი იპოვეს, დღეს კი ავტომობილი ხიდიდან დაახლოებით 80 მეტრში ნახეს. მდინარიდან ავტომობილის ამოყვანას მაშველები რამდენიმე საათი ცდილობდნენ. სამაშველო ოპერაციას ხელს წყლის სწრაფი დინება უშლიდა.