weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პოლიციამ საგარეჯოში 14 წლის გოგოზე ძალადობაში ბრალდებული დააკავა

17:46 კვირა, 09 ივნისი 2019

საგარეჯოს პოლიციის თანამშრომლებმა 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სექსუალური კავშირის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავეს. საქმე ეხება სააგენტო „რეგინფოს“ მიერ გუშინ გამოქვეყნებულ მასალას - 14 წლის გოგოს ამბავი, რომელიც ორჯერ გაიტაცეს და გააუპატიურეს - პოლიცია მოძალადეს არ იჭერს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2015 წლის 09 დეკემბერს, საგარეჯოს რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება ქ. ბ.-ს მიერ არასრულწლოვან ლ. ბ. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე. ქ. ბ.-ს, დაუსწრებლად წარედგინა ბრალი 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე, ხოლო 2016 წლის 15 ივნისს მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. ამჟამად, მიმდინარეობს აღნიშნული საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში.

2019 წლის 4 აპრილს, სკოლის მასწავლებლის განცხადებით ლ. ბ. მოიტაცეს. საქმეზე გამოკითხულმა ლ. ბ. განმარტა, რომ იგი ცოლად გაჰყვა ძებნილ ქ. ბ.-ს. აღნიშნულ შემთხვევაზე გამოძიება სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო.

მიმდინარე წლის 9 ივნისს, პოლიციამ ძებნილი ქ. ბ. დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით გრძელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]