weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ილია II-მ ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა

23:10 კვირა, 09 ივნისი 2019

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ, საქართველოს ეკლესიის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა.

„არის შემთხვევები, როცა ამა თუ იმ საქმეს აკეთებს თვითნებურად, მაგრამ ეკლესიის საკეთილდღეოდ აკეთებს. ეპისკოპოსი იაკობი აყვანილია მთავარეპისკოპისის ხარისხში“, – განაცხადა ილია მეორემ ბოდბის მონასტერში, წმიდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძრის კურთხევისა და საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ.

მეუფე იაკობი (ერისკაცობაში კონსტანტინე იაკობიშვილი) ბერად 2003 წელს აღიკვეცა. იმავე წელს ის დიაკვნად აკურთხეს, 2004 წელს - მღვდლად, ხოლო 2010 წელს ეპისკოპოსად. მეუფე იაკობი 2013 წლიდან ბოდბის ეპარქიის ეპისკოპოსია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]