weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თუშეთის გზაზე მაღალი გამავლობის ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

12:32 ორშაბათი, 10 ივნისი 2019

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე, მაღალი გამავლობის მანქანებისთვის მოძრაობა აღდგენილია. მეწყრის შედეგად წარმოქმნილ ტბასთან წყლის დონემ დაიწია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის დაზიანებული მონაკვეთების აღდგენის სამუშაოები გრძელდება.

აბანოს უღელტეხილზე, ზღვის დონიდან 2950 მეტრზე გამავალი გზა თუშეთთან საავტომობილო კავშირის ერთადერთი შესაძლებლობაა. უღელტეხილზე დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, გზა ოქტომბრის ბოლოს იკეტება და მაისის შუა რიცხვებამდე ვერ ხნსიან. მესამე წელია გზის გახსნა უფრო გვიანდება. 2017 წელს სოფელ ხისოსთან დიდი რაოდენობით კლდოვანი მასა მოწყდა, მდინარე დააგუბა და ტბა წარმოქმნა. გზა წყალმა დაფარა.

ხელისუფლებამ მძიმე ტექნიკის მობილიზება წელსაც დაგვიანებით, 7 ივნისს, მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც თუშებმა გზის გახსნის მოთხოვნით, 4 ივნისს, სოფელ ქვემო ალვანში მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს და მთავრობას სამდღიანი ვადა მისცეს სამუშაოების დასაწყებად. წინააღმდეგ შემთხვევაში გზის გახსნას საკუთარი ძალებით აპირებდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]