როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, გზის სავალი ნაწილის გაწმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა მისი აღდგენის ზუსტი თარიღი უცნობია.
ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 7 ივლისიდან აკრძალულია. გზის დაზიანების გამო ხევსურეთში უცხოელი და ქართველი ტურისტები იყვნენ ჩარჩენილები. ისინი შატილიდან ბარში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით გადმოიყვანეს.