weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

სასამართლომ ბავშვთან მეორე მშობლის ნეგატიურად მოხსენიება ძალადობად აღიარა

17:12 ორშაბათი, 10 ივნისი 2019

სააპელაციო სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებით, ბავშვებთან ერთი მშობლის მიერ მეორე მშობლის ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება ფსიქოლოგიურ ძალადობად იქნა აღიარებული. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ავრცელებს, რომელიც სასამართლოში დედის ინტერესებს იცავდა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მათ სამართლებრივი დახმარების მიზნით მიმართა დედამ, რომლის გადმოცემითაც, ბავშვების მამამ იგი შვილებთან უარყოფითად მოიხსენია, „რის გამოც ბავშვები დათრგუნულები და შეშინებულები იყვნენ“. დედამ მიიჩნია, რომ ეს ბავშვებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო და სოციალურ სააგენტოს ფსიქოლოგთან დასაკავშირებლად მიმართა. ბავშვები სოციალური მუშაკის თანდასწრებით გამოკითხეს, რა დროსაც, მათ დაადასტურეს მამის ნათქვამი.

„მომხდარის შემდეგ, მამამ კიდევ წაიყვანა ბავშვები და უთხრა, რომ თუ სამართალდამცავ ორგანოებთან სიმართლეს იტყოდნენ, დედა და მამა ერთად ვეღარ იქნებოდნენ და საქმე კიდევ უფრო გართულდებოდა. დედის თქმით, ბავშვები განიცდიდნენ მძიმე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ნერვიულობდნენ, რაც გამოიხატებოდა უძილობაში, მუდმივად დაძაბულ და გაღიზიანებულ მდგომარეობასა და შიშში. აღნიშნულის საფუძველზე, დედამ მოითხოვა მამის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემა“, – აცხადებს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“.

შემაკავებელი ორდერები თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი რაიონული სამმართველოს გამომძიებელმა გამოსცა, რაც ბავშვების მამამ საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. პირველმა ინსტანციამ მამის სარჩელი დააკმაყოფილა და ორდერები გააუქმა.

სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ გაასაჩივრა. ზედა ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ერთი მშობლის მიერ ბავშვებთან მეორე მშობლის ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება წარმოადგენდა ბავშვებზე ფსიქოლოგიურ ძალადობას და ძალაში დატოვა შსს-ის გამომძიებლის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერები. ორგანიზაციის თქმით, მამას 30 დღით ბავშვებთან მიახლოება და მათთან ნებისმიერი სახით კომუნიკაცია აეკრძალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]