weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საერთაშორისო გამოცდილების ენდოკრინოლოგის, ნინო ზავრაშვილის სემინარი კახეთი-იონში

10:07 სამშაბათი, 11 ივნისი 2019

2018 წლის 8 ივნისს ფრანგულ სამედიცინო ცენტრ „კახეთი-იონში“ ჩატარდა ლექცია თემაზე: „თიროიდული პანელის ინტერპრეტაცია და ჰიპოთირეოზი“.

მომხსენებელი – ექიმი ენდოკრინოლოგი ნინო ზავრაშვილი (ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორი,თბილისის მედიცინის ინსტიტუტის ენდოკრინოლოგიური განყოფილების თანამშრომელი, საქართველოს ენდოკრინოლოგთა ასოციაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი); აუდიენცია: გურჯაანის მუნიციპალიტეტის ოჯახის ექიმები, ფრანგული სამედიცინო ცენტრი კახეთი-იონის ექიმი სპეციალისტები შესაბამის დარგში.

ლექცია ეხებოდა ჰიპოთირეოზის დიაგნოსტირებას და მკურნალობის მეთოდებს საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან კლინიკებში, აგრეთვე ჰიპოთირეოზის მართვის მიდგომებს სხვადასხვა ასაკის პაციენტებში და სხვა თანმხლები დაავადებების არსებობის შემთხვევაში.

აუდიტორის თქმით, ლექციამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ძალზედ საინტერესოდ ჩაიარა. თბილისის მედიცინის ინსტიტუტის ენდოკრინოლოგიური განყოფილება და საერთაშორისო გამოცდილების (Mayo clinic) ექიმი ენდოკრინოლოგი ნინო ზავრაშვილი მზადაა, განაგრძოს ინტენსიური თანამშრომლობა კახეთი-იონის სამედიცინო ცენტრთან და ჩაატაროს სამუშაო შეხვედრები ადგილობრივი ექიმების ჩართულობით. 

[R] ფრანგული სამედიცინო ცენტრი „კახეთი-იონის“ ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]