weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

Russia Today-ის მთავარი რედაქტორის მოადგილემ თბილისში ფეიკ-ნიუსებზე ლექცია ჩაატარა

10:48 სამშაბათი, 11 ივნისი 2019

რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფინანსებული Russia Today-ის მთავარი რედაქტორის მოადგილემ, არხის მარკეტინგისა და სტრატეგიული განვითარების დირექტორმა ანა ბელკინამ თბილისში ანტიკრიზისულ PR-სა და ფეიკ-ნიუსების თემაზე მასტერკლასი ჩაატარა.

ღონისძიება 7 ივნისს, ასევე რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფინანსებული მედიაორგანიზაციის „Sputnik – საქართველოს“ პრესცენტრში გაიმართა. ლექციას ესწრებოდნენ პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენელი და მისი ლიდერის, ნინო ბურჯანაძის შვილი ანზორ ბიწაძე, გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი ზაზა დავითაია და გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“ მთავარი რედაქტორი ტარას გაგნიძე.

„არსებობს ფეიკ-ნიუსების გაჩენის რამდენიმე მიზეზი. ზოგჯერ წინასწარი განზრახვის გარეშე. შეცდომა ყველას მოსდის. თუ რომელიმე მედიასაშუალება ამბობს, რომ შეცდომა არ მოსდის, ის იტყუება. განსხვავება იმაშია, რომ თუ ჩვენ ვუშვებთ შეცდომებს, ამბობენ, რომ ეს რუსებმა სპეციალურად გააკეთეს. თუ [დასავლური მედია] უშვებს ფეიკ-ნიუსს, ამბობენ, რომ შემთხვევით გამოვიდა ასე“, – ციტირებს „Sputnik – საქართველო“ ბელკინას მიერ მასტერკლასზე ნათქვამ სიტყვებს.

ბელკინამ აღნიშნა, რომ Russia Today-სა და Sputnik-ს არავისზე თავდასხმა არ სურთ. მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ ეს მედიასაშუალებები სრულ სურათს ქმნიან.

„ისტორიები მთელ მსოფლიოში ბევრია, მაგრამ მედია ერთი და იგივე ხუთ ისტორიას ატრიალებს. აქ ჩვენ საკუთარი ნიშა ვიპოვეთ. ამ მედიასაშუალებებმა შექმნეს ვაკუუმი, რომელიც ჩვენ შევავსეთ... RT და Sputnik-ი უფრო ფართოდ მუშაობენ და წინ უსწრებენ დადგენილი სქემით მომუშავე მედიასაშუალებებს. საძაგლობას წერენ ჩვენზე, მაგრამ კონტენტისთვის ფულს იხდიან“, – აღნიშნა ბელკინამ.

Russia Today სატელევიზიო ქსელია, რომლის დაფინანსების მთავარი წყარო რუსეთის მთავრობაა. მას რვა არხი აქვს და ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ, გერმანულ, არაბულ და რუსულ ენებზე მაუწყებლობს. კრიტიკოსები Russia Today-ის აფასებენ როგორც რუსეთის ხელისუფლების და მისი საგარეო პოლიტიკის პროპაგანდის ინსტრუმენტს. რაც შეეხება Sputnik-ს, ეს საერთაშორისო მულტიმედიური პროექტია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის 2013 წლის 9 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა. იგი მოიცავს ახალი ამბების სააგენტოს, ახალი ამბების ვებგვერდებსა და რადიოს. Sputnik-საც დეზინფორმაციის გავრცელებასა და პროპაგანდაში სდებენ ბრალს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]