weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაია აირჩია

14:21 სამშაბათი, 11 ივნისი 2019

საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე, 6 წლის ვადით, ლონდა თოლორაია აირჩია. თოლორაია შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორია. ახალ თანამდებობაზე მუშაობას ის 3 ივლისიდან დაიწყებს.

ლონდა თოლორაიას კანდიდატურას მხარი პარლამენტის 82-მა წევრმა დაუჭირა, 21 კი წინააღმდეგი იყო.

საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევი კონკურსი 2019 წლის 17 მაისს გამოაცხადა. შესარჩევმა კომისიამ პრემიერ-მინისტრისთვის წარსადგენად, ორი კანდიდატურა - ლონდა თოლორაია და ვალერი ლომუაშვილი შეარჩია. თოლორაიას გუშინ რვა ხმით დაუჭირა მხარი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა, ხოლო ლომუაშვილის კანდიდატურა კენჭისყრაზე ჩავარდა.

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ აცხადებდა, რომ კონკურსი დარღვევით მიმდინარეობდა, რის გამოც პარლამენტს მოუწოდა, შერჩეული კანდიდატებისთვის მხარი არ დაეჭირა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც 2019 წლის პირველ ივლისს ამოქმედდება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლე იქნება. სამსახურმა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი გარკვეული კატეგორიის დანაშაულის მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება უნდა უზრუნველყოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]