weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თიბისი თანამშრომლებისთვის ინოვაციურ პროექტს – სტარტაპ-დეკრეტს იწყებს

15:26 სამშაბათი, 11 ივნისი 2019

თიბისი თანამშრომლებისთვის უპრეცედენტო, ინოვაციური პროექტის – სტარტაპ-დეკრეტის განხორციელებას იწყებს.

პროექტის ფარგლებში, თიბისის თანამშრომლები შეძლებენ საკუთარი ბიზნესიდეის რეალობად ქცევას. ამისათვის, თიბისი მათ 6 თვიან დეკრეტულ შვებულებას სრულად აუნაზღაურებს და შესაძლებლობას მისცემს, სტარტაპიდეა განავითარონ და რეალურ ბიზნესად აქციონ. გარდა ამისა, თიბისელები ავტომატურად ჩაერთვებიან პროგრამა სტარტაპერში და არაფინანსური და ფინანსური სერვისებით სარგებლობას განსაკურებული პირობებითა და შეღავათებით შეძლებენ.

 სტარტაპ-დეკრეტის ფარგლებში, თიბისელები საკუთარ ბიზნესიდეებს სპეციალურად პროექტისთვის შერჩეულ ჟიურის წევრებს წარუდგენენ, რის შემდეგაც ჟიური საუკეთესო იდეების ავტორებს გამოავლენს. ბიზნესიდეა უნდა იყოს ინოვაციური, ნებისმიერ სფეროსთან დაკავშირებული, გარდა სტანდარტული ვაჭრობისა. უპირატესობა მიენიჭება ტექნოლოგიურ იდეებს.

„სტარტაპ-დეკრეტი უნიკალური და ინოვაციური პროექტია, რომელსაც ანალოგი არ აქვს. თიბისის მისიაა ციფრული ტექნოლოგიების განვითარება და ეს პროექტიც გარკვეულწილად ამის გამოძახილია. გვინდა, თიბისელებს შესაძლებლობა ჰქოდეთ, განავითარონ საკუთარი იდეები და რეალურ ბიზნესებად აქციონ ისინი. ამ ინიციატივით ქვეყანაში სტარტაპების განვითარებისთვის კიდევ ერთი ნაბიჯს ვდგამთ და ვაფიქსირებთ, რომ თიბისი საუკეთესო დამსაქმებელი ორგანიზაციაა. პროექტი სტარტაპ-დეკრეტი უნიკალური და არასტანდარტული მიდგომაა როგორც თანამშრომლების, ისე სტარტაპერების მხარდასაჭერად“, – აცხადებს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე.

სტარტაპ-დეკრეტის პირველ 10 გამარჯვებულს თიბისი სექტემბერში გამოავლენს.

[R] თიბისი ბანკის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]