weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

წალკაში ჩასახლებული ეკომიგრანტები მიწების დაკანონებას ითხოვენ

17:25 სამშაბათი, 11 ივნისი 2019
ფოტო © აჭარის ტელევიზია ფოტო © აჭარის ტელევიზია

აჭარიდან და სვანეთიდან წალკაში ჩასახლებულმა ეკომიგრანტებმა თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სახელმწიფოსგან დროებით გადაცემული მიწებისა და საცხოვრებელი ფართების დაკანონებას ითხოვენ.

აჭარის ტელევიზიასთან აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ელგუჯა მაღრაძემ განაცხადა, რომ წალკის სოფლებიდან ეკომიგრანტების უკუმიგრაციის პროცესი დაიწყო.

„ჩვენი მოთხოვნა მხოლოდ და მხოლოდ ეკომიგრანტებისთვის სახლების შეძენა და დარეგისტრირებაა. ხელისუფლება არაფერს აკეთებს ჩვენი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, დაიწყო მოსახლოების უკუმიგრაცია, იცლება სოფლები“, – განაცხადა ელგუჯა შავაძემ.

„წალკაში ვცხოვრობთ 4500 ამომრჩეველი, 2500 კომლი ეკომიგრანტი როგორც სვანეთიდან, ისე აჭარიდან. 1800 ოჯახისთვის სახლებია შესასყიდი. ამ ოჯახებიდან ზოგიერთს არცერთი კვადრატული მეტრი მიწა არ აქვს“, – აღნიშნა აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, თამაზ ჭელიძემ.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ეკომიგრანტებს დამეწყრილი სახლების სანაცვლოდ წალკაში მიწა და საცხოვრებელი ფართი წლების წინ გადასცეს, თუმცა ქონება მათ საკუთრებაში დღემდე არ დარეგისტრირებულა. აჭარელი ეკომიგრანტები აჭარაში დაბრუნებას გეგმავენ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

ამ დროისთვის ეკომიგრანტები პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელთან შეხვედრას მართავენ.

ეკომიგრანტებმა საპროტესტო აქცია რამდენიმე თვის წინ წალკაში გამართეს. ისინი ამბობდნენ, რომ სხვის სახლებში არიან შესახლებული და წლების შემდეგ უცხოეთიდან დაბრუნებული მეპატრონეები ფართების დატოვებას სთხოვენ.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]