weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბორჯომში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები დაჭრეს

14:39 ოთხშაბათი, 12 ივნისი 2019

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ორი თანამშრომელი ბორჯომში ცივი იარაღით დაჭრეს. გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, მათ ადგილობრივები დაესხნენ თავს.

როგორც „სამხრეთის კარიბჭე“ წერს, სიტყვიერი შელაპარაკება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს შორის 9 ივნისს მოხდა. მოქალაქეები სახელმწიფო უწყების თანამშრომლებს შევიწროებაში ადანაშაულებდნენ. ერთ-ერთი მათგანი მათ უკნიდან მიეპარა და დანა ჩაარტყა.

დაჭრილები ბორჯომის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორივე მათგანს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. „სამხრეთის კარიბჭეს“ ცნობით, მომხდართან დაკავშირებით სამი პირია დაკავებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დაჭრის ფაქტს ადასტურებენ და განცხადების გავრცელებას მოგვიანებით აპირებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]