weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გომბორის გზაზე ავტომობილი ხევში გადავარდა

21:58 ოთხშაბათი, 12 ივლისი 2017

ვაზიანი – გომბორი – თელავის საავტომობილო გზაზე, სოფელ რუსიანთან, "ნისანის" მარკის ავტომობილი, რომელშიც ორი ადამიანი იმყოფებოდა, ხევში გადავარდა. ერთ-ერთი მათგანი, 47 წლის მამაკაცი საგარეჯოს საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულს თავის ტრავმა აქვს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტს გამოკვლევების ჩასატარებლად თბილისში გადაიყვანენ. რაც შეეხება ავტომობილში მყოფ მეორე ადამიანს, მას სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.

გომბორში საგარეჯოს გამგებლის წარმომადგენლის, ნოშრევან ნეკრესელაშვილის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

2016 წელს საქართველოში 6 939 რეგისტრირებული ავტოავარია მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 581 და დაშავდა 9 951 ადამიანი. 2015 წელთან შედარებით, 2016 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 7%-ით, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 8%-ით გაიზარდა. 3%-ით შემცირდა დაღუპულთა რიცხვი.

სტატისტიკური მონაცემებით, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი ერთ-ერთი მთავრი მიზეზია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]