ტელეკომპანია „ბორჯომთან“ გარდაცვლილის მეუღლემ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ დილით შეიტყო. მისივე თქმით, კაცს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.
„მხოლოდ ის ვიცი, რომ ბაკურიანელები და ნასვამები იყვნენ. ქვემოთ, ავტოგასამართ სადგურზეც სცემეს იქ დასაქმებულს“, – ამბობს გარდაცვლილის მეუღლე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დანაშაული გახსნილია და დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.