weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ხარაგაულში მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული 50-მდე მუშა გაიფიცა – პროფკავშირი

17:42 ოთხშაბათი, 12 ივნისი 2019
ფოტო © რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი ფოტო © რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი

ხარაგაულის რაიონის სოფელ ძირულაში 50-მდე მუშა, რომელიც შროშა-ძირულას საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე ჩინურ კომპანიას ჰყავს დასაქმებული, მესამე დღეა გაფიცულია. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის პრეზიდენტის, ვიტალი გიორგაძის განცხადებით, მუშები კუთვნილ ხელფასს და შრომის პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

როგორც ვიტალი გიორგაძემ „რეგინფოს“ უთხრა, 50-მდე ადამიანი მაგისტრალის მშენებლობაზე ორი თვეა მუშაობს, თუმცა მათთან შრომითი ხელშეკრულებები არ არის გაფორმებული.

„შესაბამისად, ისინი ვერ სარგებლობენ შრომის კოდექსით გათვალისწინებული უფლებებითა და პრივილეგიებით. მუშაობენ თვეში 30 დღე, თუმცა ხელფასს სისტემატურად აკლებენ. ადგილზე გაუსაძლისი პირობებია - არ აქვთ წყალი, საშხაპე და ტუალეტი. კვებით არ არიან უზრუნველყოფილი.

მესამე დღეა მაგისტრალის მშენებლობა პარალიზებულია, თუმცა დამსაქმებელი კომპანიიდან მათთან არავინ მისულა“, – ამბობს გიორგაძე.

მისივე ინფორმაციით, მუშები შპს „ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალს“ ჰყავს დასაქმებული.

პროფკავშირის წარმომადგენლები მოუწოდებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სამუშაო პირობებისა და შრომის უსაფრთხოების მონიტორინგის მიზნით, ადგილზე გაგზავნოს შრომის ინსპექციის წარმომადგენლები. გარდა ამისა, პროფკავშირის მოთხოვნაა, რომ სამინისტრომ მხარეებს შორის მოლაპარაკებების დაწყება უზრუნველყოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]