weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვლადიკავკაზში ცხინვალის საფეხბურთო ნაკრების წევრებს ცეცხლი გაუხსნეს

09:59 ხუთშაბათი, 13 ივნისი 2019

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საფეხბურთო ნაკრებს, რომელიც მთიან ყარაბაღში ჩატარებული არაღიარებული ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, სახლში დაბრუნების დროს, ვლადიკავკაზში ცეცხლი გაუხსნეს.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი გახდა ის, რომ ფეხბურთის ვლადიკავკაზელმა ქომაგებმა ტოტალიზატორში თანხა ცხინვალის გუნდის წინააღმდეგ დადეს და დაახლოებით 140 000 რუბლი წააგეს. თვითმხილველების მიერ გადაღებული სროლის ამსახველი ვიდეო ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა.

 

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ახალგაზრდობის, სპორტისა და ტურიზმის კომიტეტის წარმომადგენელმა, სერგეი ზასეევმა განაცხადა, რომ მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ბიჭების თქმით, მათ მიიღეს სმს-შეტყობინება, უცენზურო გამონათქვამებით. საუბარი იყო არა რომელიმე კონკრეტულ ფეხბურთელზე, არამედ მთელ ნაკრებზე. ბიჭებს სურდათ ამ შეტყობინების ავტორთან გასაუბრება, მათთან კი შეიარაღებული ჯგუფი მივიდა“, – განაცხადა ზასეევმა.

მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ConIFA-ს ეგიდით ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ნაკრებმა პირველად გაიმარჯვა. 9 ივნისს, სტეფანაკერტის სტადიონზე, მათ „დასავლეთ სომხეთის“ ნაკრები დაამარცხეს.  

დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაცია (onIA) 2013 წელს დაფუძნდა და 25-ზე მეტ იმ არაღიარებული ქვეყნების საფეხბურთო გუნდებს აერთიანებს, რომლებიც FIFA-ს წევრები არ არიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]