weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსეთი აფხაზეთში მყოფ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

10:41 ხუთშაბათი, 13 ივლისი 2017

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. საელჩო რუს ტურისტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ე.წ. საელჩოს რეკომენდაციით, ტურისტებმა თავი უნდა აარიდონ იზოლირებულ და მიტოვებულ ადგილებს, ადგილობრივ მოსახლეობასთან კონფლიქტს და უყურადღებოდ არ უნდა დატოვონ ბავშვები და პირადი ნივთები.

11 ივლისს, სოფელ გუდაუთას მახლობლად უცნობი პირები რუსი ტურისტების ჯგუფს დაესხნენ თავს, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულის მეუღლე და ახლობელი ოთხ ბავშვთან ერთად, თავდამსხმელებმა გამოსასყიდის გამოძალვის მიზნით გაიტაცეს, თუმცა მათი გათავისუფლება სამართალდამცველებმა შეძლეს.

რუსეთის მოქალაქეებზე ყაჩაღური თავდასხმის გამო შეშფოთება გამოთქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის ძალოვან სტრუქტურებს საქმის სასწრაფო გამოძიებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემისკენ მოუწოდებს.  

თავდამსხმელების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ ჯილდოდ 1 მილიონი რუბლი დააწესა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]