შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. როგორც „რეგინფოს“ სსე-ში განუცხადეს, მთავარაშვილი, რომელიც ქვესადგურების ჯგუფის უფროსი იყო, ფიდერზე აღდგენით სამუშაოებს ატარებდა. მათივე თქმით, შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
წუხელ გურჯაანის მუნიციპალიტეტის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა, რაც, სავარაუდოდ, ძლიერმა ქარმა და წვიმამ გამოიწვია. როგორც „რეგინფოს“ გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა უთხრეს, შოთიკო მთავარაშვილი კაჭრეთში სწორედ ამ დროს გამოძახეს.