„ინფო რუსთავის“ ცნობით, ქალი ბინაში ორ მცირეწლოვანთან ერთად ცხოვრობდა. ბავშვები ეზოში თამაშობდნენ, სახლში ასვლისას კი კარი არავინ გაუღო. ამის შემდეგ მეზობლებმა გადაწყვიტეს ბავშვების მამას დაკავშირებოდნენ, თუმცა ბინაში შესვლა ვერც მან მოახერხა რის გამოც ადგილზე სამაშველო ეკიპაჟი გამოიძახეს.
მაშველებმა ბინაში ფანჯრიდან შეაღწიეს, ოთახების დათვალიერებისას კი სამზარეულოში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს.