Qartli.ge-ს ინფორმაციით, საავადმყოფოში განაცხადეს, რომ ქალსა და ბავშვს ამბულატორიული დახმარება გაეწიათ და ბინაზე გაეწერნენ. სტაბილურია 14 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი კი რეანიმაციაში მოათავსეს.
ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ქიწნისის გადასახვევთან დაახლოებით, 17:00 საათზე მოხდა. ერთმანეთს მინივენი და „ბე ემ ვეს“ მარკის ავტომობილები შეეჯხა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.