weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა

11:51 პარასკევი, 14 ივნისი 2019
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე მოძრაობა აღდგა. ავტომობილების გადაადგილება მეწყრის შედეგად წარმოქმნილ ტბასთან, გზის სავალ ნაწილზე ჩამოშლილი კლდის მასის გამო რამდენიმე საათის განმავლობაში აკრძალული იყო.

როგორც  საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის მე-9 კილომეტრიდან 72-ე კილომეტრამდე მონაკვეთზე, რთული რელიეფის გამო, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. აღნიშნული გზის პირველიდან მე-9 კილომეტრამდე მოძრაობა თავისუფალია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]