აღნიშნული ქუჩების მოასფალტებისათვის საჭირო თანხები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო.
პროექტის ფარგლებში ბარათაშვილის ქუჩაზე, 365 მეტრზე დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარი, რისთვისაც დაიხარჯა 134 006 ლარი. ხოლო ევდოშვილის ქუჩაზე მოასფალტდა 235 მეტრიანი გზის მონაკვეთი, რომლის ღირებულებამაც 71 329 ლარი შეადგინა.