სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, 37 პროცენტით არის გაზრდილი უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა. მათ შორის, 21 პროცენტით გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობა იმ ტერიტორიებზე, სადაც მაისიდან ელექტრონული ბილეთების გაყიდვის სისტემა დაინერგა.
ხუთი თვის მონაცემებით კი, ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა შემდეგ დაცულ ტერიტორიებს:
პრომეთეს მღვიმე – 41 327 ვიზიტორი;
თბილისის ეროვნული პარკი – 37 024 ვიზიტორი;
ყაზბეგის ეროვნული პარკი – 29 100 ვიზიტორი;
მარტვილის კანიონი – 25 547 ვიზიტორი;
ოკაცეს კანიონი – 14 119 ვიზიტორი.