სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახალგაზრდა მამაკაცი მრავლობითი დაზიანებებით გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანა. დაშავებული რეანიმაციაშია მოთავსებული.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.