weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თუშეთის გზაზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაშავდა

16:39 პარასკევი, 14 ივნისი 2019

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის მე-18 კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. გარდაცვლილიც და დაშავებულიც საქართველოს მოქალაქეები არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი ავტომობილის მგზავრი, 1984 წელს დაბადებული კ.ღ.-ია. ის სოფელ ზემო ალვნიდან იყო და თელავში ცხოვრობდა. დაშავებული კი მძღოლია. ის სხეულის მრავლობითი დაზიანებებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას თელავში, საავადმყოფოში გადაჰყავს.

ავტოსაგზაო შემთხვევა თუშეთის გზაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა. პიკაპის ტიპის ავტომობილი გზიდან ხევში გადავარდა. სავარაუდოდ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. შემთხვევის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

  გზიდან გადავარდნილი ავტომობილი / ფოტო © Nino Vazhbedashvili

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]