ადგილობრივების თქმით, ერთს ჭრილობა ზურგში, მეორეს კი თავში აქვს.
„ეს ბიჭი, რომელმაც ნაჯახი ჩაარტყა დაშავებულებთან მისულა კარტოფილის სათხოვნელად. არვიცი რა მოხდა, მაგრამ აუღია ნაჯახი და ერთისთვის თავი გადაუხლეჩია, მეორესთვის ზურგში ჩაურტყამს“, – უთხრეს „სამხრეთის კარიბჭეს“ ადგილობრივებმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 42 წლის თ.ი. დააკავეს.
„ბრალდებულმა თანასოფლელებს 1963 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს და 1955 წელს დაბადებულ რ.ბ.-ს თავის არეში ბასრი საგნით ჭრილობები მიაყენა“, – აცხადებენ შსს-ში.
საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.