weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მთავრობის კანცელარიასთან კონტრაქციის 8 მონაწილე დააკავეს

22:21 პარასკევი, 14 ივნისი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე კონტრაქციის რვა მონაწილე დააკავა. შსს-ს განმარტებით, ყველა დაკავებული გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში და მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებები.

მერვე დაკავებულის შესახებ შსს აცხადებს, რომ ის შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა აქციის წევრებს, რომლებსაც კვერცხებიც ესროლა.

„სამართალდამცველების მოთხოვნის მიუხედავად, დაეცვა საზოგადოებრივი წესრიგი, იგი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- ე მუხლით (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) პოლიციამ ის ადგილზე დააკავა“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მთავრობის კანცელარიასთან „თბილისი პრაიდის“ მხარდამჭერთა აქცია და მათი კონტრაქცია გრძელდება. აქციების მონაწილლები ერთმანეთისგან პოლიციის კორდონით არიან გამოყოფილი. როგორც „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი თაბაგარმა სოციალურ ქსელში დაწერა, ვიდრე ხელისუფლება განცხადებას არ გააკეთებს, ტერიტორიას არ დატოვებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]