weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული დასახელდა

12:30 შაბათი, 15 ივნისი 2019

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ 2019 წლის კონკურსის ფარგლებში საუკეთესო ათეული დასახელდა, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი გახდება და 10 000 ლარი გადაეცემა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულში არიან:

თამარ ადამია – დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას და თბილისის N26 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი;

ხათუნა გოგალაძე – ბრიტანულ-ქართული აკადემიის ბიოლოგიის და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი;

ლაურა გოტიაშვილი – ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არქევანის საჯარო სკოლის, ქართული როგორც მეორე ენის და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

ნათია კურტანიძე – გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის, დაწყებითი საფეხურის და ტექნოლოგიების მასწავლებელი;

მაია მენაბდე – ბათუმის N3 საჯარო სკოლის და კერძო სკოლის შპს „განათლება”, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

ქეთინო მერებაშვილი – სკოლა-ლიცეუმი პრომეთეს, გეოგრაფიის მასწავლებელი;

ინგა მოსიძე – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N1 საჯარო სკოლის, სამოქალაქო განათლების და ისტორიის მასწავლებელი;

სალომე ფურცხვანიძე – მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლის, დაწყებითი საფეხურის და მეწარმეობის საფუძვლების მასწავლებელი;

მიხეილ ცქვიტაია – აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის, სამოქალაქო განათლების და ამერიკისმცოდნეობის მასწავლებელი;

გიორგი ჭაუჭიძე – მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართული როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელი.

წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში 127 მასწავლებელი ჩაერთო, მათგან საუკეთესო ათეული სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მესამედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]