weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თანასწორობის მოძრაობა ლგბტ+ თემის წევრებს, შსს-ს, საპატრიარქოსა და პარტიებს მიმართავს

14:13 შაბათი, 15 ივნისი 2019
ფოტო © On.ge ფოტო © On.ge

არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობა“ ეხმაურება „თბილისი პრაიდის“ გარშემო შექმნილ მდგომარეობას და ლგბტ+ თემის წევრებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრიარქოსა და პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „თანასწორობის მოძრაობა“ არასდროს ყოფილა ჩართული „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზებაში და მის არცერთ ღონისძიებაში არ მონაწილეობს.

„თანასწორობის მოძრაობა“ აცხადებს, რომ მათ კარგად აქვთ გააზრებული ყველა ის შედეგი, რაც შესაძლოა „თბილისი პრაიდსა“ და უშუალოდ „ღირსების მარშს“ მოჰყვეს.

„ჩვენ ვხედავთ ძალადობისა და თავდასხმების გაზრდილ შემთხვევებს, რომელთა სამიზნეც ლგბტ+ თემის წევრები, განსაკუთრებით, კი ტრანსგენდერი ქალები, ხდებიან. „თანასწორობის მოძრაობა“ პრაიდის კვირეულის განმავლობაში გააგრძელებს სერვისების მიწოდებას და მოუწოდებს თემის წევრებს საფრთხის შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართონ პოლიციასა და ორგანიზაციას. თუმცაღა, ჩვენ კარგად ვიაზრებთ ჩვენი რესურსების სიმწირეს და ვაცხადებთ, რომ თავდასხმების ზრდასთან ერთად, შესაძლოა, ჩვენი რესურსები ვერ გაწვდეს ყველა შემთხვევას, რომლის წინაშეც შესაძლოა აღმოჩნდნენ თემის წევრები. აქედან გამომდინარე, გვსურს, მივმართოთ ლგბტ+ თემის წევრებს და მოვუწოდოთ იმ საფრთხეებისა და რისკების გაანალიზებისკენ, რომლის წინაშეც შესაძლოა პრაიდის კვირეულისა და მის შემდგომ პერიოდში აღმოჩნდნენ“, – აცხადებს თანასწორობის მოძრაობა“

არასამთავრობო ორგანიზაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, შეასრულოს ვალდებულება და დაიცვას ლგბტ+ თემის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ამასთან, უზრუნველყოს თემის წევრების მიმართ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია.

„მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ყურადღების გამახვილება „ღირსების მარშის“ გარშემო არსებული უსაფრთხოების საკითხებზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია დაიცვას ყველა ადამიანისა თუ სოციალური ჯგუფის გამოხატვის თავისუფლება.

ლგბტ+ თემი წლებია ვერ სარგებლობს საჯარო სივრცეში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება იმის თაობაზე, რომ ისინი ვერ დაიცავენ „ღირსების მარშის“ მონაწილეთა უსაფრთხოებას, მხოლოდ და მხოლოდ ამწვავებს ამ ფაქტს“, – ნათქვამია განცხადებაში.

„თანასწორობის მოძრაობა“ ეხმაურება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს იმ განცხადებას, რომლითაც ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, არ დაუშვან პრაიდის ჩატარება. „თანასწორობის მოძრაობას“ მიაჩნია, რომ ეკლესიის ეს პოზიცია აღვივებს საზოგადოებაში არსებულ ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ განწყობებს და ხელს უწყობს ძალადობასა და თავდასხმების ზრდას თემის წევრების მიმართ.

„მოვუწოდებთ, საპატრიარქოს შეწყვიტოს ლგბტ+ თემის წევრების დევნისა და სიძულვილის პროპაგანდა“, – აღნიშნავს „თანასწორობის მოძრაობა“.

არასამთავრობო ორგანიზაცია მიმართავს პოლიტიკურ პარტიებსა და სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს, „შეწყვიტონ ლგბტ+ თემის უფლებებით მანიპულირება, თემის სახელით საუბარი და პრაქტიკაში განახორციელონ სოლიდარობისა და მხარდაჭერის აქტები ქვიარ ადამიანების მიმართ“.

„თბილისი პრაიდის“ ჩატარება 18-23 ივნისს არის დაგეგმილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]