გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სობისში ორი წლის ბიჭი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მძღოლის მიერ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შსს-ში მომხდარის შესახებ დამატებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.
ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო Qartli.ge-ის ინფორმაციით, ბავშვი მამამისის კუთვნილ მიკროავტობუსთან თამაშობდა, შემთხვევა კი მანქანის დაქოქვის შემდეგ მოხდა.
ბავშვი საავადმყოფოში მიყვანის დროს უკვე გარდაცვლილი იყო.