weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გარდაბანში 33 წლის ორსული გარდაიცვალა, ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს

18:42 შაბათი, 15 ივნისი 2019

გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფელ ნაზარლოს მკვიდრი, 33 წლის ორსული ქალი გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები მომხდარში „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექიმებს ადანაშაულებენ. როგორც ისინი აცხადებენ, 8 თვის ორსული საავადმყოფოში გუშინ მიიყვანეს, ექიმებმა მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, მედიკამენტი გამოუწერეს და სახლში გაუშვეს.

„გუშინ, სადილის დროს, საავადმყოფოში მოვიყვანეთ, რათა შეემოწმებინათ, ცოტა შეუძლოდ იყო. შეამოწმეს, ექოსკოპია გადაუღეს, ანალიზები აუღეს, წამალი გამოუწერეს და უთხრეს - სახლში წადი, ყველაფერი კარგად იქნებაო. წავიდა ისიც. ჩემთან ერთად იყო, წამალი რომ დალია. მერე ისევ ტკივილები დაეწყო და უკან მოვიყვანეთ“, – ამბობს გარდაცვლილის ოჯახის წევრი „ინფო რუსთავთან“.

საავადმყოფოში ექიმებმა ოჯახის წევრებს შეატყობინეს, რომ ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო და ქალის გადარჩენაც ვერ მოხერხდა.

გარდაცვლილის ახლობლები ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ. საავადმყოფოს წარმომადგენლები კი ბრალდებებს უარყოფენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ორსული ქალის გარდაცვალების ფაქტზე მოკვლევის დაწყებას გეგმავს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნინო ხუციშვილმა განაცხადა, დოკუმენტაციას ორშაბათიდან შეისწავლიან და თუ ექიმთა მხრიდან დარღვევა გამოიკვეთა, მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]