„ჩვენ მოვახდენთ დღეს თვითორგანიზებას სახალხო რაზმებად. ჩვენ გვეყოლება ათეულები, ეს შეიკრიბება ასეულებად ასისთავით, რომელიც შეიკრიბება ათასეულად და იქნება ლეგიონი. აქ შეკრებილებს შორის არის უამრავი სამხედრო გამოცდილების მქონე პირი, უამრავი სასახელო სპორტსმენი, მორაგბეები, მოჭიდავეები. შექმნილი ათეულები, შეკრულები ათასეულებად ერთი კვირის განმავლობაში იმუშავებენ თბილისში, გაინაწილებენ ქალაქს და იქნება ქალაქის პატრულირება მშვიდად“, – განაცხადა ვასაზემ.
მისივე თქმით, რაზმების წევრებს იარაღად ქამრები ექნებათ.
„არავითარი იარაღი ჩვენ არ გვექნება გარდა ერთისა - ეს იქნება იარაღი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ, თუკი, პროპაგანდისტები გარყვნილებისა ეცდებიან რაიმე სახის დემონსტრაციის ჩატარებას, ნებისმიერ კორდონს, რომელსაც ჩვენი პოლიცია დაგვიყენებს და იმედია, ეყოფათ ჭკუა, რომ ეს არ გააკეთონ, აუცილებლად გავარღვევთ.... ჩვენ მათ შევუკრავთ ხელებს ქამრებით, რომლებიც თან გვქნება და მივაბრძანებთ იმ ადგილიდან სადაც ისინი იქნებიან. თუ ქალაჩუნა კაცი შეგაგინებთ, შეგაფურთხებთ, ნუ დაარტყამთ ხელს, ძალიან თუ გაგაბრაზათ ყური აუწიეთ“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.
მისივე თქმით, სახალხო რაზმებს კომბლებიც ექნებათ და მათ მხოლოდ პოლიციის კორდონების გასარღვევად გამოიყენებენ.
„თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით მუქარის შემცველი განცხადებები ლევან ვასაძემ 15 ივნისსაც გააკეთა.