weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„არა ლგბტ პრაიდს საქართველოში!“ – ზუგდიდში ჰომოფობიური პლაკატები გააკრეს

10:21 ორშაბათი, 17 ივნისი 2019

„არა მამათმავლობის პროპაგანდას, არა სოდომისტებს!“, „არა ლგბტ პრაიდს საქართველოში!“ – ამ შინაარსის პლაკატები დღეს ზუგდიდის ბულვარში გააკრეს. სააგენტო „ლაივპრესის“ ინფორმაციით, პლაკატების გაკვრის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ხატია ჯანაშიამ თქვა, რომ ამით სოლიდარობა გამოუცხადა თბილისში, ვერის ბაღში გამართულ აქციას.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ ადამიანებს, რომლებიც თბილისში ვერის ბაღში შეიკრიბნენ. ვემიჯნებით მათ, ვინც ცდილობს დაამკვიდროს საქართველოში ლგბტ თემის პროპაგანდა. არ ვებრძვით მათ, უბრალოდ, არ ვღებულობთ და არც მივიღებთ საქართველოში ლგბტ პრაიდს“, – ამბობს ჯანაშია.

16 ივნისს, ვერის პარკში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ 18-23 ივნისს დაგეგმილი „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ჩასაშლელად გეგმა წარადგინა. როგორც მან თქვა, იმისთვის, რომ ლგბტ+ თემის მიერ დაგეგმილი ღონისძიება არ ჩატარდეს, სახალხო რაზმებს ჩამოაყალიბებს. ვასაძის განცხადებით, რაზმების მოხალისეები დედაქალაქში პატრულირებას დაიწყებენ, ქამრებით შეუკრავენ ხელს უმცირესობათა წარმომადგენლებს და გაიყვანენ ტერიტორიიდან.

Livepress.ge

სამეგრელოს რეგიონის ახალი ამბების პორტალი. ინტერნეტგამოცემა livepress.ge მკითხველს აფხაზეთის ამბებსაც აცნობს. სააგენტო ინფორმაციას ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე ავრცელებს. გამოცემას ააიპ „მედია ფონდი“ ამუშავებს.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]