საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ თეთნულდზე ტურისტის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია 112-ში შევიდა, რის შემდეგაც ადგილზე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით სწრაფი რეაგირების მაშველები გავიდნენ.
„საძიებო სამუშაოების შემდეგ გარდაცვლილი ტურისტი მთის ფერდობზე იპოვეს. დანარჩენმა ტურისტებმა მაშველების დახმარებაზე უარი თქვეს და მესტიისკენ გზა ფეხით გააგრძელეს. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.