weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვაუქმებთ ქუჩებში პატრულირებას, ვენდობით შს მინისტრს – ლევან ვასაძე

21:15 ორშაბათი, 17 ივნისი 2019

ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, ქუჩებში პატრულირება, რომელიც „თბილისი პრაიდის“ ჩასაშლელად მის მიერ შექმნილ „სახალხო რაზმებს“ უნდა განეხორციელებინათ, უქმდება. როგორც ვასაძემ განაცხადა ეს პასუხია შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებაზე.

„დღეს შსს-მ გამოაცხადა, რომ არ დაიცავს ე.წ. პრაიდის აქციას და აუკრძალა ორგანიზატორებს მისი ჩატარება. მინდა, მოვუწონო შინაგან საქმეთა სამინისტროს და პირადად მინისტრს ეს ბრძნული და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. მინდა, მადლობა გადავუხადო მას ამისთვის და ვუთხრა – ე.წ. პრაიდის ორგანიზატორებს ჯერ არ გამოუცხადებიათ, რომ არ ჩაიდენენ ამ უმსგავსობას. ამიტომ, ჩვენ არ მოვდუნდებით და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ჩვენ გადავდგამთ საპასუხო ნაბიჯს, როგორც კეთილი ნების ჟესტს, რათა პატივი ვცემთ ამ უწყებას და გავაუქმებთ პატრულირებას ქუჩებისა, რომელიც უნდა დაწესებულიყო. არ მოვახდენთ ქუჩების პატრულირებას, ვენდობით შს მინისტრს.

პატრულირებას ვაუქმებთ, მაგრამ მზად ვართ, ერთი ტელეფონის ღილაკის დაჭერით გავჩნდეთ იქ, თუ პირობა დაირღვევა და გარყვნილების ზეიმის მცდელობა იქნება“, – განაცხადა ვასაძემ.

გუშინ, 16 ივნისს, ვერის პარკში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ლევან ვასაძემ „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ჩასაშლელად გეგმა წარადგინა და სახალხო რაზმების შექმნისა და პატრულირების შესახებ გააკეთა განცხადება. მისი თქმით, საპატრულო რაზმების მოხალისეები ქამრებით შეუკრავენ ხელს უმცირესობათა წარმომადგენლებს და გაიყვანენ ტერიტორიიდან. ვასაძემ პოლიციელებიც გააფრთხილა. მისი თქმით, თუ სამართალდამცველები „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებს „ცემა-ტყეპას დაუწყებენ“, კომბალი მოხვდებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვასაძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც უკანონო ფორმირების შექმნას, ხელმძღვანელობას და მასში გაწევრიანებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]