როგორც ტელეკომპნია „რუსთავი 2“-თან პარკის დაცვის თანამშრომელმა თქვა, ბავშვებს თავიდანვე არ უთქვამთ, რომ 11 წლის მოზარდი წყალში იყო. მას შემდეგ რაც მაშველებმა ეს შეიტყვეს, წყალში მისი ძებნა დაიწყეს, თუმცა ვერ გადაარჩინეს.
მაშველები აცხადებენ, რომ წვიმის დაწყებისთანავე პარკის ყველა დამსვენებელმა გაფრთხილება მიიღო, ტბიდან ამოსულიყო.
პოლიციამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.