weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მაქვს ინფორმაცია, რომ ჩემი ფიზიკური განადგურების მცდელობა იგეგმება – ვასაძე

15:38 სამშაბათი, 18 ივნისი 2019

ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, მისი ფიზიკური განადგურების მცდელობა იგეგმება. როგორც მან თქვა, ეს იგეგმება იმისთვის, რომ ხელისუფლებას დაბრალდეს. ის თავის მომხრეებს მოუწოდებს, თუ ეს მოხდება, მთავრობას არ დააბრალონ, რადგან ეს იქნება პროვოკაცია ხელისუფლების წინააღმდეგ.

„მე ნამდვილად არ მინდა, რომ თავი გავიბითურო და ტყუილად ვილაპარაკო, ჩემი ოჯახის წევრები ვანერვიულო, მაგრამ ასეთი ინფორმაცია ნამდვილად არის. ღმერთმა დაგვიფაროს. მე არ მჯერა რომ ეგეთი რამე შესაძლებელია, მაგრამ რამე მსგავსი თუ მოხდა, მინდა საჯაროდ განვაცხადო, რომ, ჩემი ღრმა რწმენით, ეს არ იქნება ხელისუფლების ბრალი. თუ ეს გაკეთდა, იქნება პროვოკაცია ხელისუფლების წინააღმდეგ. ყველა, ვინც ამ სახალხო მოძრაობაშია ჩართული, მივმართავ თხოვნით, რომ რაღაც მსგავსი მცდელობა რომ იყოს, ან რაღაც მსგავსი რომ მოხდეს, იცოდეთ, რომ ეს არ არის ხელისუფლების ბრალი, ეს არის იმ ძალების ბრალი, ვისაც უნდა ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაცია იმედი მაქვს, რომ მსგავსი არაფერი მოხდება“, – განაცხადა ვასაძემ ვერის ბაღში.

ვასაძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ მისი ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია ოფიცერმა მიაწოდა. მან მისი ვინაობის დასახელებაზე უარი თქვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]