weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

როდესაც შეურაცხად ადამიანთან ვლაპარაკობ, გამეორება მიჭირს – ვასაძე ჟურნალისტს

16:26 სამშაბათი, 18 ივნისი 2019

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ შეურაცხადი უწოდა ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს, რომელიც ეკითხებოდა, რას აპირებენ ის და მისი მხარდამჭერები იმ შემთხვევაში, თუ „თბილისი პრაიდი“ ჩატარდება.

ვასაძემ ჟურნალისტს უთხრა, რომ მის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხები უკვე გაცემული აქვს და გამეორება უჭირს.

„ძალიან მიჭირს [გამეორება] იმიტომ, რომ როდესაც შეურაცხად ადამიანთან ვლაპარაკობ, მიჭირს“, – განაცხადა ვასაძემ.

კითხვაზე – „მე ვარ შეურაცხადი?“ – ვასაძემ ჟურნალისტს უპასუხა:

„აბსოლუტურად. იმიტომ, რომ ხართ ალესილი ლიბერალური მახვილივით. თქვენ მე მაწამებთ უკვე 15 წუთია, მაგრამ ვერ გამომიყვანთ იმიდან... შეკითხვებს კი არ მისმევთ, თქვენ მე მეფარიკავებით და მე ქალებთან არ ვფარიკაობ. ამიტომ გეუბნებით, რომ თქვენ ხართ შეტევაზე გადმოსული. მე ყველა კითხვაზე გაგეცით პასუხი. თქვენ არცხვენთ თქვენი დამსაქმებლის ლოგოს“, – თქვა ლევან ვასაძემ.

14 ივნისს, მთავრობის კანცელარიასთან გამართულ კონტრაქციაზე ვასაძემ სულელი უწოდა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს. ბიზნესმენი გააღიზიანა კითხვამ იმის შესახებ, თუ რატომ მივიდა კონტრაქციაზე, რადგან მის მისვლას დაპირისპირება მოყვა. „ეგრე გგონია, გენაცვალე. რა სულელი ყოფილხარ“, – მიმართა ვასაძემ ჟურნალისტს, ცოტა ხანში კი განმარტა, რომ „ფაქტის კონსტანტაციას ახდენდა“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]