weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქუთაისის მესამე სკოლის სხვენში ხანძარი გაჩნდა

16:59 სამშაბათი, 18 ივნისი 2019
ფოტო © საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ფოტო © საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ქუთაისის მესამე საჯარო სკოლის სხვენში ხანძარი გაჩნდა. საზაფხულო არდადეგების გამო სკოლაში მხოლოდ დირექტორი და პედაგოგები იმყოფებოდნენ. სწორედ მათ შენიშნეს კვამლი და სახანძრო სამსახური გამოიძახეს.

ამ დროისთვის ცეცხლი ჩამქრალია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ხანძარი დაახლოებით, 20 კვ.მ-ზე იყო.

„ცეცხლის გავრცელების პრევენციის მიზნით, ხანძრის ქრობის პროცესში შვიდი ავტოცისტერნა და ცოცხალი ძალა ჩაერთო. ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. სკოლაში სასწავლო პროცესი უკვე დასრულებულია, შესაბამისად, შენობაში მოსწავლეები არ იმყოფებოდნენ“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

პოლიციამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

სავარაუდოდ, ცეცხლი ძველ ელექტროგაყვანილობას გაუჩნდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]