weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თუ ვასაძეს პრეტენზია აქვს რაინდობაზე, ასეთი საქციელი რაინდს არ შეეფერება – ლომჯარია

11:08 ოთხშაბათი, 19 ივნისი 2019

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ კომენტარი გააკეთა ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტის შეურაცხყოფასთან დაკავშირებით. გუშინ, ინტერვიუს დროს, ვასაძემ ჟურნალისტს „შეურაცხადი“ უწოდა.

„უბრალოდ, მე ვიტყოდი, რომ ის, რაც ბატონმა ლევანმა უთხრა ჟურნალისტს, ეს არის არარაინდული. თუ მას აქვს პრეტენზია, რომ არის რაინდი, ასეთი საქციელი ნამდვილად არ შეეფერება რაინდს“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

მისივე თქმით, „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით განვითარებული მოვლენების დროს, კერძოდ, 14 ივნისს, როდესაც მთავრობის კანცელარიასთან აქცია და კონტრაქცია გაიმართა, ჟურნალისტების მიმართ ძალიან დიდი აგრესია იყო.

„ჟურნალისტები ძალიან დაიჩაგრნენ ამ პროცესში და მათზე ძალიან დიდი აგრესია მოდიოდა. ესეც უჩვენებს, რომ ამ ადამიანებს აგრესია აქვთ არა მარტო თემის წარმომადგენლების მიმართ, არამედ ყველას მიმართ, ვინც, ისინი თვლიან, რომ მათგან განსხვავებულად ფიქრობენ. ასე მოხდა ჟურნალისტების შემთხვევაში, ასე მოხდა ჩემი თანამშრომლების შემთხვევაში“, – განაცხადა ლომჯარიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]