კახა კალაძის განცხადებით, ექსპლუატაციაში შევა ყველა შენობა-ნაგებობა, რომელსაც სამშენებლო დარღვევები 2019 წლის 16 მაისის მდგომარეობით უფიქსირდებოდა, თუმცა აქვე განსაზღვრულია გამონაკლისებიც.
„ამნისტია არ შეეხება ისეთ დარღვევებს, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხოებასა და ქალაქის ვიზუალურ სტანდარტთან, თუმცა შეეხება ისეთ დარღვევებს, რომელთა გამოსწორებაც ფიზიკურად უკვე შეუძლებელია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძის თქმით, თბილისში 600-ზე მეტი ასეთი ობიექტია.
„ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, რადგან ამ საცხოვრებელი ფართების ფასი საბაზრო ღირებულებასთან შედარებით, ძალიან დაბალია“, – თქვა კალაძემ და დაამატა, რომ სამომავლოდ, ანალოგიური დარღვევები სისხლის სამართლის დანაშაული იქნება.