weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მაღალმთიან აჭარაში 17 სკოლას პირველკლასელი არ ეყოლება

13:44 ოთხშაბათი, 19 ივნისი 2019

მაღალმთიან აჭარაში 2019-2020 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია დასრულდა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტის შვიდი სოფლის - გელაურას, თხილვანას, მთისუბნის, კალოთას, სკვანას, მანიაკეთის და პანტნარის სკოლებში პირველკლასელები არ დარეგისტრირებულან.

როგორც ხულოს მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსმა, ედუარდ მიქელაძემ განაცხადა, ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლებში სულ 209 პირველკლასელია რეგისტრირებული. ხულოში სულ 49 საჯარო და ერთი კერძო სკოლაა.

ხულოს სოფლების გარდა, პირველკლასელი არ ეყოლებათ შუახევის მუნიციპალიტეტის ათ სკოლაში. შუახევში არსებულ 34 საჯარო სკოლაში სულ 108 პირველკლასელი დარეგისტრირდა.

რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტს, აქ 29 საჯარო სკოლაა, სადაც რეგისტრაციაში 130 პირველკლასელი გაატარეს.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]