მაგდა ანიკაშვილმა შეცვალა ანა გოჩაშვილი, რომელმაც თანამდებობა ორი თვის წინ დატოვა.
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ოთხი განყოფილებისგან შედგება: პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერობის ვებპორტალის განვითარების განყოფილება; მედიამონიტორინგისა და ანალიზის განყოფილება; პრესცენტრი; საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სამოქალაქო ღონისძიებათა დაგეგმვის განყოფილება.