ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი მესხეთის თეატრის მსახიობი გალინა ხვიჩიაა. ის, შვილიშვილებთან ერთად, ბორჯომში დასასვენებლად იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.