საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მეუფე კალისტრატეს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გუშინ, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში სასულიერო პირი ავადმყოფობდა, რის გამოც საავადმყოფოში რამდენჯერმე მოხდა. დეკანოზის თქმით, 18 ივნისს მას აცნობეს, რომ მიტროპოლიტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
ქუთაის-გაენათის ეპარქიამ სოციალურ ქსელში 8 ივნისს გამოაქვეყნა მეუფე კალისტრატეს ფოტო, რომელიც საავადმყოფოს პალატაშია გადაღებული.